ჭოველიძეზე სახანძრო და პატრულია მობილიზებული, მოსახლეობა შეშფოთებულია…

ამ წუთებში ჭოველიძის 3 ნომერში  სახანძროს ორი მანქანაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟები. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და ხალხს ჯერ არ უშვებენ.

 

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, ცეცლი გაუცნდა საცხოვრებელი სახის პირველ სართულზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტში  გამწოვს.
მოსახლეობა შეშფოთებულია,  მეორე სართულზე დაკვამლიანება იგრძნეს. ისინი ქუჩაში არიან.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრო მალე მოვიდა და უფრო სავალალო შედეგების თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი.