„მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას, გაანადგურეთ რუსეთის ეკონომიკა“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, კიევში საცხოვრებელი კორპუსზე რუსული რაკეტის მოხვედრის შემდეგ მსოფლიოსგან რუსეთის სრულ იზოლაციას ითხოვს.

„კიევი – ჩვენი ლამაზი, მშვიდობიანი ქალაქი – კიდევ ერთ ღამეს გადაურჩა რუსული სახმელეთო ჯარების და რაკეტების თავდასხმის ქვეშ. ერთ-ერთი ჭურვი კიევში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას. გააძევონ ელჩები. ნავთობის ემბარგო. გაანადგურეთ რუსეთის ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსეთის ფედერაციის ომი!” – წერს კულება twitter-ზე.