საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი

stopcov.ge – ზე გამოქვეყნებული იფნორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 926 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 926 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 408 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 518 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 598 172.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.93%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 477 481-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 097 პირი ემსხვერპლა.