თბილისის ქუჩებში ხვალიდან „ველო სანტები“ ივლიან

28 დეკემბერს, 11:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის განმავლობაში, სანტები თბილისის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

მისამართი: პეკინის ველო ბილიკი; სტარტი არქივის შენობიდან