“ქვეყანას, სადაც მეწარმეზე უფრო ბანკირი და მევახშეა დაფასებული, მომავალი არა აქვს!”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

თემურ შაშიაშვილი

მთელი მსოფლიოს აშინებს ჩინეთის ეკონომიკა და საქართველოში ჩათვალეს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შენთანხმება ეს არის მიღწევა! ახლა მოვიხმოთ ჰენრი ფორდი და ვნახოთ, რას ამბობდა ეს გენიოსი, რომელმაც უზარმაზარი ინდუსტრია შექმნა . ფორდის აზრით, საშუალო და წარუმატებელი მეწარმეც  კი უფრი ღირებულია ქვეყნისათვის, ვიდრე ის, ვისაც ჩვენ წარმატებულ ბანკირს ვუწოდებთ! არსებობს ასეთი გამოთქმა – ბანკის შექმნა უფრო დიდი ძარცვაა, ვიდრე მისი გაძარცვაო! იმავე ფორდის სიტყვებით, ქვეყანას, სადაც  მეწარმეზე უფრო ბანკირი  და მევახშეა დაფასებული, მომავალი არა აქვს!

ფაქტია – საქართველო  არის ორი ველური საბანკო სისტემის ტყვე

– ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ცივილური საბანკო სისტემა, როგორ შეიძლება ხელისუფლების 90 პროცენტი ბანკირებით და მითუმეტეს, ერთი ბანკის თანამშრომლებით იყოს დაკომპლექტებული? ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლებაზე, მრეწველობასა და ცივილიზებულ საბანკო სისტემაზე! რასაც ახლა ეს ხელისუფლება ლაპარაკობს და ვითომდა ლარის  გაუფასურების შესაჩერებლად აკეთებს, უველაფერი ყალბია! ლარს ვერაფერი გააჩერებს, გარდა ეკონომიკის განვიტარებისა და წარმოების სფეროში ხალხის დასაქმებისა!