ირაკლი კობახიძე პირობას დებს

ერთადერთი ამოცანა კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის ამ დოკუმენტის დახვეწა, რადგან საჭიროებს დახვეწას. სისტემასაც. ჩვენ დღესვე შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ ის ცვლილებები რაც იქნება, დაიმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებისგან, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  მაჟორიტარულ სისტემას რაც შეეხება, მსჯელობა იქნება ყველა მიმართულებით, ეს შეეხება რა თქმა უნდა საარჩევნო სისტემასაც.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟი შეიქმნა, რაზეც ამომრჩეველმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო და ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.

„ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ამ არჩევანს გავამართლებთ და ვიმოქმედებთ შესაბამისად“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარის დატოვება