მოსწავლეებმა მაინცდამაინც პარტია უნდა შექმნან, რომ მათი უფლებები დაცული იყოს?!

F-news

გია მურღულია

-“პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ბოლო შედეგები – რაგინდარა ინტერპრეტაციითა (“მაღალი სტანდარტებია”, “ტესტები არ ვარგა”,”მხოლოდ საგნის ცოდნა არ არის მასწავლებლობა”, “გამოცდა ყოველთვის სტრესია” და ა.შ. ) თუ “მუნდირის” დაცვის სურვილით – არ შეიძლება პრინციპულად არ შეფასდეს. ქართული სახელმწიფო და ქართველი საზოგადოება სუსტი (ნაკლებად მცოდნე, არაკომპეტენტური…) მასწავლებლების მიმართ ლმობიერებას იჩენს ბავშვების ხარჯზე და ეს არ არის კარგი – მოსწავლეებმა მაინცდამაინც პარტია უნდა შექმნან, რომ მათი უფლებები და ინტერესები დაცული იყოს?! განა უფროსები არ უნდა ვფიქრობდეთ ამაზე? ძალიან სერიოზული და ღრმა ანალიზი სჭირდება გამოცდების შედეგებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან პედაგოგთა კომპეტენციის ნაკლებობა განათლების ხარისხის დეფიციტის მთავარი მიზეზია.

მთავარი ის არის, მასწავლებლებს ტესტებზე მეტი მოეთხოვებათ – მათ შეუდარებლად დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. თუ ტესტები სცოდავენ, კონკრეტული მაგალითებით უნდა დადასტურდეს

p.s. ვინმეს დისკრედიტაციასაც კი სჭირდება გარკვეული პირობები – პროფესიული უვიცობის დისკრედიტაცია უბრალოდ შეუძლებელია. ნამდვილად კარგი პედაგოგის დაცინვა კი ის არის, როდესაც მას ცუდთან ათანაბრებ”.

გია მურღულია ბოლო სერტიფიცირების შედეგებს აქვეყნებს.

14199427_1271591612859513_7903299242278703862_n

კომენტარის დატოვება