“იარაღი გადატენა და მომიშვირა!.. მადლობა მეხუთე განყოფილებას…”

ორგანიზაცია Umbrella-ს ხელმძღვანელი ლუკა ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ მას იარაღი დაიმიზნეს.  დაკითხვიდან გამოსვლის შემგედ ამბობს:

-„დაკითხვაზე ვარ,ლაგუნა ვერას მიმდებარე ტერიტორიაზე ვმოძრაობდი ტაქსით,დაგვეწია ვერცხლისფერი ბეემვე ე 46 ამოიღო იარაღი გადატენა და მომიშვირა,ჩემი ტაქსი გადავიდა ე.წ „პროწივზე“ და შევარდით პეკინზე,მოვიდნენ კრიმინალები და ჩაერთო ვაკე საბურთალოს მეხუთე განყოფილება,რომლებმაც 30 წუთში მოახდინეს პირის იდენთიფიკაცია,გაირკვა, რომ ამ ტიპს არ აქვს მართვის უფლება და არც იარაღი აქვს გაფორმებული,მოკლედ ხულიგანი კრიმინალია!

დიდ მადლობას ვუხდი მეხუთე განყოფილებას,ბიჭებმა ნახევარ საათში გააკეთეს საქმე,არ მოველოდი და მადლობა თქვენ.

ახლა მეხუთეში ვარ და მექცევიან ისე, რომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის,გადამყვნენ თავზე რასაც ქვია,იმედი მაქვს მალე დააკავებენ ამ ხულიგანს, მანქანაში ეჯდა ქალიც.

დღისით,მზისით იარაღს ატრიალებენ მანქანებიდან…