ლიტვაში მაგნიტსკის აქტის ანალოგიური კანონი მიიღეს

ლიტვის პრეზიდენტმა „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგიურ კანონს ხელი მოაწერა. ეს კანონი ქვეყნის პარლამენტმა ნოემბრის დასაწყისში მიიღო. დოკუმენტი კორუფციასა და ადამიანების უფლებების დარღვევაში მხილებულ უცხოელებს ქვეყანაში ჩასვლას 5 წლის ვადით უკრძალავს. კანონი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

ლიტვა უკვე მეოთხე ქვეყანაა, სადაც „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგი მიიღეს. მანამდე, ეს გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა, ესტონეთმა და კანადამ მიიღეს. ლიტვის პრეზიდენტის  დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, ქვეყანა საერთაშორისო საზოგადეობასთან ერთად უარს ეუბნება ბინძურ ფულს და ადამიანის უფლებების უგულებელყოფას.