სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად სულ 22 746 ქალი დაიღუპა

სირიაში სამოქალაქო ომის შედეგად 2011 წლიდან დღემდე სულ 22 746 ქალი დაიღუპა. მათი უმეტესობა სამთავრობო არმიის ქმედებების შედეგად მოკლეს. მონაცემებს აქვეყნებს  ბრიტანეთის მიერ დაფუძნებული  სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია.

მოკლულებს შორის მდედრობითი სქესის 11 500 ბავშვი და მოზარდია. უფლებათადამცველების ინფორმაციით, მოკლულებიდან 84,5%  ბაშარ ასადის სინდისზეა, რადაგან 20 919 ქალი სწორედ ბომბდამშენების, ქიმიური იარაღის გამოყენების და ხელისუფლებას დაქვემდებარებული ჯარისკაცების შედეგად არის განადგურებული.