,,მეტი ემოცია არ მაქვს, აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოს მიერ წარმოებული დიპლომატია აღარ აინტერესებს.

„როდესაც დიპლომატიით ხარ დაკავებული, შედეგი არ არის. ეს ყველაფერი ძალიან ბიუროკრატიულია. ამიტომ, ის, როგორც მათ ვესაუბრები, აბსოლუტურად გამართლებულია. დასაკარგი სიცოცხლე არ გვაქვს. მეტი ემოცია არ მაქვს. აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს. ნატომ მიზანმიმართულად გადაწყვიტა არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.