19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება სამი სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.

საქართველოს პარლამენტის N1 მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკს და ექვს საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

გარდა ამისა, რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული არის 18 პოლიტიკური პარტია და ექვსი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიასა და ცხრა საინიციატივო ჯგუფს.

მიქელაძის განცხადებით, 19 მაისი არჩევნებზე რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 ადგილობრივ არასამთავრობოს, შვიდ მედიასა და სამ საერთაშორისო ორგანიზაციას.

მონაწილე სუბიექტებისთვის მინიჭებული ნომრები ასე გამოიყურება:

N 1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

N 2 –„ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“

N 3 – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“

N 4 – „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“

N 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“

N 8 – „დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

N 9 –„თავისუფალი საქართველო“

N 13- „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“

N 17 – „საქართველო“

N 18- „ტრადიციონალისტები“

N 21-„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

N 23 – „ახალი ქრისტიან დემოკრატები“

N 24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“

N 27 – „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“

N 28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლე“

N 31 – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა „

N 33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

N 35 – „გირჩი“

N 38-ეროვნულ დემოკრატიული პარტია

N 39 – „ქრისტიან- კონსერვატორები“

N 40 –„ სახალხო პარტია“

N 41 –„ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“