საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.