თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

როგორც  წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი კახა ზურაბიშვილი აცხადებს, პაციენტს უტარდება ყველა ტიპის გამოკვლევა და საჭირო სამედიცინო დახმარება.