ვაკანსია “ზედაზენში” – იჩქარეთ!

ვაკანსია ქართული ლუდის კომპანიაში.

სს “ქართული ლუდის კომპანია”, ლუდსახარში “ზედაზენი”, აცხადებს ლუდის ჩამომსხმელის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილები:

** თბილისი – 23 სავაჭრო ობიექტზე
** რუსთავი – 5 სავაჭრო ობიექტზე
** საგარეჯო – 1 სავაჭრო ობიქტზე
** მარნეული – 1 სავაჭრო ობიექტზე

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 400 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; (გამყიდველის, კონსულტანტის პოზიციაზე);
** კლიენტის მომსახურების უნარი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@geobeer.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (ლუდის ჩამომსხმელი).

განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 17 ივლისი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.