16 ივლისს ცესკოს სხდომა გაიმართება

16 ივლისს, 17:00 საათზე ცესკოს სხდომა გაიმართება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
№35 სხდომის
დღის წესრიგი

1. დადგენილება
„საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №6/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

2. განკარგულება
სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხისა და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის შესახებ

3. სხვადასხვა

გიორგი ჯავახიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი