,,ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მედიასთან განცხადებას აკეთებს

მარიამ ახალკაცი

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მედიასთან განცხადებას აკეთებს:

„გამოვრიცხავ, რომ ცოტნეს ერთი ან თუნდაც ორი ადამიანი მოერეოდა”.

ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ცოტნე გამსახურდია მძიმე მდგომარეობიდან მალე გამოვა და გამოჯანმრთელდება.

„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, როგორც მითხრეს. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. მსგავსი რამ საქართველოში და თბილისში, სადაც ამდენი კამერაა, ამდენი პოლიციელია, არ უნდა ხდებოდეს. ცოტნე ჩემი მეგობარია და მე  ვისურვებდი და ნამდვილად ყველას აზრს გამოვთქვამ, რომ გაუძლოს ამ განსაცდელს და გამოვიდეს ჯანმრთელად ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან. გამოვრიცხავ, რომ ერთი ან თუნდაც ორი ადამიანი მას მოერეოდა. ვერ გეტყვით, ეს პოლიტიკური მოტივით მოხდა თუ არა, ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის კვლავ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.