“მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ” – ეკატერინე ტიკარიძე

მარიამ ახალკაცი

ეკატერინე ტიკარაძე, მისი უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო.

“მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ” – ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს.

“ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, მკვეთრად გამოიხატა სამედიცინო პერსონალის განწყობაც, რომ ისინი, მზად არიან გარკვეული გარდაქმნებისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, რთული იქნება. დავგეგმეთ შემდეგ კვირაში დეტალური სამუშაო შეხვედრა ფინანსურ გუნდთან, უკვე ორ კვირაში ჩვენ გვექნება გარკვეული განვითარების სტრატეგია, რომელსაც ერთობლივად შევიმუშავებთ,” – აღნიშნა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.