,,დედა, მამა, არ მინდოდა აქ ჩამოსვლა, მაიძულეს” – უკრაინელების მიერ ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცი

ქალაქ ხარკოვთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს.

ვიდეოში, რომელიც ტელეგრამში გავრცელდა, ერთ-ერთ ტყვეს ეკითხებიან, რას ეტყოდა მშობლებს, რაზეც ის პასუხობს:

“მამა, დედა, მე არ მინდოდა აქ ჩამოსვლა, მაიძულეს. გვითხრეს, რომ 25-ე ბრიგადის სწავლებაზე უნდა წავსულიყავით, თუმცა 23 თებერვლის ღამეს, თქვეს, რომ უკრაინაში მივდიოდით. მე ეს არ მინდოდა”, – ამბობს ის.

ცნობისთვის, უკვე მესამე დღეა, რაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმებს ახორციელებს.