მიგრანტებმა ფრანგული ლიცეუმი დაარბიეს

აფრიკიდან და არაბეთის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები პარიზთან ახლოს მდებარე ლიცეუმში შეიჭრნენ და მთლიანად დაარბიეს. ეს იყო მათი საპასუხო რეაქცია პოლიციის მიერ შავკანიანი ახალგაზრდის ცემაზე.

ექსპერტების თქმით, ასეთი აქციები უკვე ნორმად იქცა საფრანგეთის რეალობაში, თუმცა ელისეის სასახლის ახალ მფლობელს მოუწევს რეაგირების მოხდენა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე დღე არ გავა მიგრანტები ფრანგულ სკოლებს არ დაესხნენ თავს, საზოგადოება შეშფოთებულია, პოლიცია კი საგანგებო რეჟიმზე გადადის.