პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს რომ შესაძლოა მიმოსვლა რუსეთშიც გამკაცრდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით შესაძლოა რუსეთთან ავიამიმოსვლის რეჟიმი გამკაცრდეს.

„რუსეთის მიმართულებით მიმოსვლის გამკაცრება შეიძლება ღირდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ვირუსი საზღვრებს არ ცნობს და, შესაბამისად, აქცენტის მხოლოდ რუსეთზე გაკეთება არ შეიძლება:

„რა თქმა უნდა, აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემაზე და ვირუსზე, რომელიც, გვესმის, რომ საზღვრებს არ სცნობს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყველა იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც აუცილებელი იქნება რისკების შესამცირებლად განსაკუთრებული ღონისძიების მიღება საზღვარზე, ჩვენ ამას მივიღებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.