“შესაძლოა დიდი დაპირისპირება და ლინჩის წესამდე მისვლაც”

https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/2134934416523416/?hc_ref=ARQ_YcMaHkZd91BlTqhWoVKC1A04jJL-c5eKidr_vz1-e9_DvNa2k8zAuJFlEFOxBNg

პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლილუაშვილი და ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი,

საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი მამუკა ბაგრატიონი და ყრუთა კავშირის წევრი ნუნუ  ხოზიშვილი.

ამ წუთებში პრაიმ ტაიმის პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს მართავენ და საჯარო მიმართვას ავრცელებენ.

თემა – პრეზერვატივზე დახატული თამარ მეფე, ქართლის დედა, ძლევაი საკვირველის სიმბოლო და სხვა პიროვნებები. ლილუაშვილის აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ ყველაფერმა შესაძლოა უმართავი პროცესები გამოიწვიოს და ლინჩის წესამდეც მივიდეს საზოგადოება, რადგან საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი შეურაცხყოფილია!