„მოვითხოვ, ან გამოძიებამ გაასაჯაროოს ჩვენება, ან მე მომცენ ამის უფლება“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ პროკურატურის კადრების გასაჯაროვების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს-„მარილზე გაშვებასა“ და „ტკბილის არ მიღებაზე“ დაკავებულმა დღეს გასცა პასუხი, სწპრედ ამიტომ ადვოკატი დაკითხვის გასაჯაროვებას მოითხოვს.

-„ მამა გიორგი მამალაძემ როდესაც ჩვენება მისცა, კითხვა იყო დასმული თუ ვის გულისხმობდა აუდიოჩანაწერში, როდესაც ამბობდა ტკბილეულს არ ჭამდა, რომელზეც პასუხი გაეცა. ასევე დაკითხვის დროს, შეკითხვა იყო დასმული თუ ვისზე საუბრობდა ის მრავლობითში. მე მოვითხოვ, ან გამოძიებამ გაასაჯაროოს მამა გიორგი მამალაძის 33-ფურცლიანი ჩვენება, ან მე მომცენ ამის უფლება. თუმცა, ახლა ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ”, – განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოძის დაკითხვა 13 მარტს განახლდება.