უკრაინული მხარე – მტერი ცდილობდა უკრაინის ქალაქებში შეჭრას, მაგრამ კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.

„მტერი ცდილობდა უკრაინის ქალაქებში შეჭრას, მაგრამ ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.