აზერბაიჯანი უკრაინის ხანძარსაწინააღმდეგო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს საწვავს უფასოდ მიაწვდის
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR უკრაინის ხანძარსაწინააღმდეგო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს კონფლიქტის განმავლობაში საწვავს უფასოდ მიაწვდის.ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა.