„კიევი ალყაშია და ევაკუაცია შეუძლებელია” – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი ალყაშია და ევაკუაცია შეუძლებელია.

კითხვაზე  გეგმავდა თუ არა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, თუკი რუსული ძალები მოახერხებდნენ კიევის აღებას.

„ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ყველა გზა გადაკეტილია. ახლა ჩვენ გარშემორტყმული ვართ”, – განაცხადა კლიჩკომ.