ბელგია უკრაინას კიდევ 3000 ავტომატურ იარაღს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს გაუგზავნის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიის ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ გუშინდელი შეთანხმებების გარდა, ბელგია გვიგზავნის კიდევ 3000 ავტომატურ იარაღს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს. მადლობა“-დაწერა მან “ტვიტერზე”.