უკრაინული მედია:  რუსების მიერ ხარკოვში საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის სამხედროების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია აცხადებს.

ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ეს არის სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

„დაბომბვის შედეგად, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, შეუძლებელია სამაშველო სამსახურების მობილიზება შედეგების სალიკვიდაციოდ. მხოლოდ ამ წუთისთვის 11 გარდაცვლილია და ათეულობით დაჭრილი.

ადამიანებს ხოცავენ დღისით, როდესაც ისინი გამოვიდნენ წამლებისა და მედიკამენტების საყიდლად. ეს დანაშაულია. რუსეთი იყენებს მძიმე საარტილერიო იარაღს“ , – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.