ჰემილმა ტრამპის საახალწლო მილოცვა ჯოკერის ხმით წაიკითხა (აუდიო)

ამერიკელმა მსახიობმა მარკ ჰემილმა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერზე გავრცელებული საახალწლო მილოცვა ჯოკერის ხმით წაიკითხა. ჯოკერი-ეს უარყოფითი პერსონაჟია ბეტმენის კომიქსებიდან.

აუდიოჩანაწერი მსახიობმა თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ეს საახალწლო მილოცვა ტრამპმა ტვიტერზე 31 დეკემბერს გამოაქვეყნა. მან ახალი წელი მიულოცა ყველას და მათ შორის მის „მრავალ მტერს“

-„ბედნიერი ახალი წელი ყველას და მათ შორის ჩემს მრავალ მტერს და მათაც, ვინც მებრძოდა და ისე დამარცხდა ჩემთან ბრძოლაში რომ უბრალოდ არ იცის რა  გააკეთოს. მიყვარხართ!“-წერდა ტრამპი.

უფრო ადრე კი ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ეცვა ბეისბოლის მაისური წარწერით-„Make America Great Again“. წარწერა რუსულ ენაზე იყო გაკეთებული.

აუდიო ლინკზე

https://www.gazeta.ru/culture/news/2017/01/08/n_9536819.shtml

კომენტარის დატოვება