საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 226 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 003 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 226 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 213 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 013 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 612 319.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 25.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.73%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 513 164.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 199 პირი ემსხვერპლა.