მიწაზე დაფორთხავდაო, მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი. იმიტომ, რომ იქ წყდებოდა საქართველოს ბედი – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აგვისტოს ომზე ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ყველა, ვინც ქვეყნიდან იყო წასული, სამშობლოს დასაცავად უკან დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ახლა იწყება ახალი და დიდი ეპოქა და თანამედროვეები ხდებიან მომსწრეები, როგორც იშლება რუსეთის იმპერია.

,,დღესაც უკრაინას ჰყავს ბევრი ისეთი, გმირი, როგორიც არის გიორგი ანწუხელიძე. მეც ხომ მესმის, ნუთუ ქართველ ერს არ შეუძლია, აქ ყველა მხდალია… ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორი ორგანიზებული ვიყავით ჩვენ ომის დროს, არავინ არ გაქცეულა, ყველა ვინც იყო წასული უკან დაბრუნდა სხვადსხვა გზებით. მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ. მიწაზე დაფორთხავდაო, მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი. იმიტომ, რომ იქ წყდებოდა საქართველოს ბედი! ახლა ჩვენ შევდივართ ძალიან დიდ ეპოქაში. როგორც თურქ-სელჩუკების იმპერია იშლებოდა დავით აღმაშენებლის დროს, ასე იშლება ახლა რუსეთის იმპერია. ის, რაც მეც ვიწინასწარმეტყველე გაეროში ჩემს გამოსვლაში, სიტყვასიტყვით ხდება ისევე როგორც, ჩემს გამოსვლაში 2013 წლის დეკემბერში”,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.