რუმინეთის პრეზიდენტი: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს

რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, ასევე მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა.

„რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, ასევე მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს“, – დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.