მე ვარ უკრაინის ნაციონალური რეფორმათა თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით, მე იქ მელოდებიან – მიხეილ სააკაშვილი

,,მე იქ მელოდებიან, მე უნდა ვიყო უკრაინაში ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემ მთავარსარდალთან” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

,,მე ვარ უკრაინის ნაციონალური რეფორმათა თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით, მე იქ მელოდებიან და არიან, განსაკუთრებით საშიშ პერიოდში. მე უნდა ვიყო უკრაინაში ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემ მთავარსარდალთან. გეყოთ გამბედაობა და დაუჯერეთ იმ ევროპელ პრეზიდენტებს რომლების გეუბნებიან, რომ დროზე გაუშვით სააკაშვილი იქ….ასე ჯობია საქმისთვის და ასე ჯობია საქართველოს მომავალი რეპუტაციისთვისაც. მე კურორტზე კი არ ვთხოვ გაშვებას, ვითხოვ იქ, საიდანაც დიდი ალბათობით შეიძლება ვერც დავბრუნდე.” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი