,,ბირთვული ომის საფრთხე არ არსებობს” – ჯო ბაიდენი

ამერიკელებს ბირთვული ომის შიში არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე უნდა ჰქონდეს თუ არა აშშ-ის მოსახლეობას ბირთვული ომის შიში, ბაიდენმა უპასუხა – „არა“. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბაიდენმა ამ საკითხზე 1-ელ მარტს ნატოს ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარში ნატოს და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ამჟამად დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მოსკოვს უპრეცედენტო ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. აშშ-ის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ნებისმიერი სახის ოპერაციები აეკრძალათ.