დღეიდან აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალა

პრემიერის გადაწყვეტილების შესაბამისად და მიღებული კანონის თანახმად, 1-ლი მარტიდან იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა.

25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება.

ახალი რეგულაციების თანახმად: 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 65-70%-ით.

1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

1-ლი მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.

აიკრძალა სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვებია მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.