“კონკრეტული მოსამართლეების დევნის ფორმით, გამოხატავენ მათ პროტესტს…“

იუსტიციის საბჭოსთან გამართულ აქციას და სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას, გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა ის წევრი, რომელმაც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა ათკაციან სიას მხარი დაუჭირეს

აქცია ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/53708-2/

საბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება.

გიორგი მიქაუტაძის აზრით, დღევანდელი აქცია ადასტურებს, რომ არასამთავრობო სექტორს არ სურს რეალური შედეგის მიღება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებში გამოიხატება.

მისივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ პროტესტს კონკრეტული მოსამართლეების დევნით გამოხატავენ.

„თუ კანდიდატურები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე როგორც ეს ხდებოდა აქამდე უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატებთან მიმართებაში – მაშინ ყველა კმაყოფილი იქნება. ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს ამ კანდიდატურებს და ახორციელებს თავის საქმიანობას აბსოლუტურად დამოუკიდებლად და ყველანაირი გარე ძალების ჩარევის გარეშე, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს მათ უკმაყოფილებას და ასეთი ფორმით, უკვე პიროვნული დევნის ფორმით, კონკრეტული მოსამართლეების დევნის ფორმით, გამოხატავენ მათ პროტესტს,“-აცხადებს  მიქაუტაძე.