“გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრი” – მანიფესტს ხელი მოეწერა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და ადვოკატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა. მათ აქციაზე დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს.