“სადაც ბავშვთა ჩამორთმევის (იუვენალური იუსტიცია) კანონი მოქმედებს, იმატა მოზარდთა დანაშაულებებმა…”

 

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ ალბათ არც კი იცის, რომ გასულ წელს ჩვენმა პარლამენტმა  მიიღო ე.წ. იუვენალური კანონი,  რომლის საშუალებითაც  სოციალურ აგენტს ეძლევა უფლება თავისი შეხედულების და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიხედვით, ოჯახს წაართვას მცირეწლოვანი შვილი. იუვენალური იუსტიცია მშობლებისაგან მოითხოვს თავიანთი შვილებისათვის სრული თავისუფლების მინიჭებას.

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი ბესიკ ბოგველი:

საქართველოში ძირითადი პრობლემაა სურვილი და მისწრაფება –  სწრაფად აღმოფხვრან  ის სხვაობა, რაც არის ევროპულ ქვეყნებსა და ჩვენს შორის და არა გააზრებულად და  ეტაპობრივად.  პრობლემების აღმოჩენა და პირდაპირ ევროპული ქვენების კანონების გადმოღება ამ  პრობლემების მოსაგვარებლად ჯერ არ ნიშნავს, რომ ეს კანონი იმუშავებს აუცილებლად ისე,  როგორც ევროპაში.  ევროპამ და ამერიკამ  ცხოვრების მაღალი დონის მისაღწევად 200 წელი იმუშავეს და ახლაც მუშაობენ.  შესაბამისად, მათ აქვთ ცოცხალი თვითმართვადი ინსტიტუტები, არასამთავრობო სექტორი, გამოცდილება, ხალხის მენტალური სურვილი,  შეცვალონ თვითონ და არა სახელმწიფომ.   ასეთი სისტემა განსხვავდება ჩვენნაირი პოსტსაბჭოური საზოგადოების აზროვნებისაგან. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის წევრები ფიქრობენ, რომ თუ კანონებს გადმოიღებენ და თარგმნიან, ყოფიერება ისეთივე გახდება როგორც ევროპულ ქვეყნებშია.

გახსოვთ ალბათ,  როცა სკანდინავიური ქვეყნების სასწავლო პროგრამიდან პირდაპირ ითარგმნა  მოსწავლეებისთვის კითხვა :  „უნდა დაუთმოს თუ არა მოსწავლემ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს ადგილი ტრანსპორტში?“   პასუხი იყო –  არა,  რამაც ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. არადა პასუხი ნამდვილად  სწორია –  არა. საქმე იმაშია,  რომ იქ ყველა იღებს ბილეთს და ადგილი ყველასთვის არის.  ავტობუსში ემიგრანტები  იმიტომ ადიან, რომ  უბილეთოდ იმგზავრონ. ამდენად იქ ბავშვებს ასწავლიან,  რომ ასეთი ადამიანები აზარალებენ სახელმწიფოს, რადგან  ბიუჯეტში ფული არ შედის და შესაბამისად მათ არ უნდა დაუთმონ ადგილი.  როდესაც ეს ჩვენთან  ჩამოიტანეს, საწინააღმდეგო სიტუაცია იყო.

 

ე.წ იუვენალური იუსტიციის ამოქმედებამ მოდით ვნახოთ, რა შედეგი გამოიღო ისეთ ქვეყნებში,  სადაც ყველაფერი მოგვარებული აქვთ უფასო სწავლიდან დაწყებული გარანტირებულ პენსიამდე.

იქედან გამომდინარე, რომ მშობლებს ფაქტიურად ეკრძალებათ აღმზრდელობითი მუშაობა, კატასტროფულად გაიზარდა მოზარდთა დანაშაულებების რიცხვი.  მაგალითისთვის ისეთი დაბალი კრიმინოგენულრი დონის მქონე ქვეყნებში, როგორიც სკანდინავიის სახელმწიფოებია(დანია, შვედეთი, ნორვეგია) მოზარდთა დანაშაულებები ე. წ. იუვენალური კანონის ამოქმედების შემდეგ 20-ჯერ, ანუ 2000%-ით გაიზარდა. ამ და სხვა ქვეყნებში გახშირდა სასოწარკვეთილი მშობლების მიერ  (ბავშვების წასართმევად მისული სოცმუშაკების წინაშე უსუსურობის შეგრძნების გამო) თვითმკვლელობის შემთხვევები. ამ კანონის მიღების შემდეგ სტატისტიკურად შემცირებულია შობადობა, იზრდება ოჯახების კონტროლი და ტერორის შეგრძნება. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტის ნგრევა. ამის გამო ამ იუსტიციას „იუვენალური ფაშიზმი“ დაარქვეს გერმანიაში, სადაც ამ აღმასრულებელ ორგანოს ფაშისტურ გესტაფოზე უფრო სასტიკი და საზარელი რეპუტაცია აქვს.

მთავრობა არაფერს აკეთებს ბავშვებისთვის. დავიწყოთ იმით, რომ  მოუხსნეს დედას დეკრეტული შვებულება, სახლმწიფო ვერ აწარმოებს ბავშვთა  კვებას, ვერ აწარმოებს ჰიგიენურ საგნებს. სამედიცინო დახმარება ძირითადად ფასიანია. უფრო მოზრდილებისთვის არ არსებობს უფასო სპორტული და შემოქმედებითი წრეები, მხოლოდ ძალიან ღარიბი უნდა იყო რომ სახელმწიფომ ასეთ ოჯახებს 40 ლარიან ვაუჩერის ფარგლებში უფლება მისცენ  უფასოდ  იარონ წრეებზე. უვარგისი განათლების სისტემა, აბიტურიენტის მომზადება ზოგადაად 5000-7500 უჯდება ოჯახებს  ( თუ ყველა საგანში მოემზადება,  ერთი თვე 500-750  ლარია ), შემდეგ გადასახადი ისნტიტუტებში, სასახურში მოწყობა, არ არსებობს უფასო სასწავლო  ნივთები, ტანსაცმელი. არ არსებობს ახალგაზრდა თაობისთვის შემეცნებითი და სასწავლო სერიოზული პროგრამები. ერთადერთი ექსტრიმი და გართობა კაზინოა, სადაც არასწრულწლოვნების  ჩართვისგან დასაცავად  არავითარ  მექანიზმებზე  არ ზრუნავს სახლმწიფო.

სახელმწიფომ   უკვე 20 წელია, რაც  ვერ გადაიღო ბავშვებისთვის ერთი ნახატი ფილმი. ველოსიპედის გამოშვებაც კი ვერ შეძლო. არ არსებობს ოჯახების ფსიქოლოგიური დახმარების  პროგრამა და არც ფსიქოლოგები გვყავს შესაბამისი კვალიფიკაციის. ერთადერთი დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გვქონდა და ისიც  დაანგრიეს. არ არსებობს უმუშევართა დასაქმების პროგრამა, არც სკოლებში გვყავს ფსიქოლოგები. ამ დროს თურმე სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე და უნდა აღმოფხვრას ძალადობა!   მთელი ტელევიზია, მთელი სახელმწიფო ძალადობის დემონსტრირებას ახდენს. მთელი საზოგადოება ძალადობაშია ჩაფლული და მაინცდამაინც ოჯახებიდან უნდა დაიწყონ?   ხომ უკვე განწირული  და არაეფექტურია ასეთი მიდგომები?..  კანონმა  ვთქვათ კარგად იმუშავა, ჯერ პირდაპირ ეკომომიკური სიტუაცია გაავანილიზოთ:

ერთი ბავშვის აღზრდა, ან მიმაგრება თავშესაფარში სახელმწიფოს უჯდება 18 ლარი დღეში. თვეში 540 ლარი.  დავუშვათ  წაართვეს ოჯახს ბავშვი. ყოველწლიურად დაუჯდება 6480 ლარი. 1000 ბავშვზე – 6,5 მილიონია.  ამას დაუმატოთ ოჯახის მორალური დანგრევა, საზოგადოებაში მისი რეპუტაციის შელახვა, დაძაბულობის უფრო მომატება ოჯახში და ფაქტიურად დანგრევა. ასეთ ოჯახისთვის როგორც წეღან ვახსენე არც რეაბილიტაციის პროგრამა არსებობს, რომც იყოს შესაბამისი კვალიფიციური კადრები სახელმწიფოს არ გააჩნია, არც ინტერესი. ამდენად ძალიან ცოტა ადამიანი შეძლებს უკან დაიბრუნოს ბავშვი. რაც შეეხება ბავშვებს მათაც აუცილებლად ექნება პრობლემები და ისინი არამდგრადი ოჯახის ხატის მატარებლები იქნებიან. მართალია ისინი ინარჩუნებენ ქონებაზე მემკვიდრეობას, მაგრამ საკითხავია, შეძლებს კი ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი კვლავ დაუბრუნდეს ოჯახს და გააგრძელოს მისი ოჯახის განვითარება, ან ექნება კი სურვილი?!

როდესაც ევროპაზე ან ამერიკის საზოგადებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ მატერიალური პრობლემები მოგვარებული აქვთ, ყავთ ფსიქოლოგები სკოლებში ან ინდივიდუალურად, სახლმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია ოჯახის წევრების განვითარება. მარტო გერმანიაში ბავშვებისთვის 6 ჟურნალი გამოდის, სპორტზე და ზოგად განვითარებაზე არაა საუბარი. ამდენად თუ ასეთ საზოგადოებაში მაინც არის პრობლემები მაშინ ერთვება სოცმუშაკი და კანონი ამოქმედდება ბავშვის დასაცავად. ჩვენთან არც ერთი პრობლემა არ არის მოგვარებული. თუ მაინცდამაინც აინტერესებს მთავრობას ბავშვების პრობლემები სხვა ალტერნატიული გზებით შეიძლება მოგვარდეს. მთავარი რაც პრობლემაა ესაა ბაზის არ არარსება, სოციალური კვლევები. არ არსებობს დეტალური კვლევა რა მიზეზების გამო ხდება ბავშვზე ძალადობა, სწავლის პროცესის დროს, ჭამის პროცესის დროს, რაიმეს ყიდვის გამო, კომპიუტერის გამო, ზოგადად უმიზეზოდ და აშ. ასევე არ არსებობს კვლევა რამდენი მოდის % უმუშევრობაზე, ფსიქიკურ აშლილობაზე, ალკოჰოლ დამოკიდებულზე, ბავშვების მართვის უუნარობაზე და აშ.

ამდენად სრულიად უეფექტო იქნება ასეთი კანონი, რადგან სახელმწიფოს არ აქვს სერიოზული მიდგომები და აზრზე არ არის რასთან აქვთ  საქმე. მეორე მხრივ აუცილებელია ყველანაირად აღიკვეთოს ბავშვზე ძალადობა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩემი აზრით კანონთან ერთად უნდა ამოქმედეს ფსიქოლოგიური სამსახურები, განსაკუთრებული ეკონომიკური პროგრამები, სკილებში დამატებითი სასწავლო მომსახურება რაც მისცემს ასეთ ბავშვებს სკოლაში შეასრულონ დავალებები და ისადილონ, ასევ მსგავსი პროგრამები რაც საშუალებას მისცემს ბავშვებს ნაკლები დრო გაატარონ თავიანთ სახლებში. სკოლებში უნდა დაინერგოს ერთიანი ღონისძიებები, სადაც მთლიანად ოჯახები იქნებიან დაინტერესებული საკუთარ შვილთან ერთად გაერთონ. რაც შეეხება თანხებს უფრო მეტი დაიზოგება თუ ამ მიმართულებით გადავისვრით თანხებს და არა ბავშვის ცალკე გაყვანისთვის. როგორც არვნიშნე, წელიწადში 6500 ლარი იხარჯება, ამას დაუმატოთ სოცმუშაკები და სხვა უწყების ხარჯები. ამის ნახევრიც კი საკმარისი იქნება ეფქტური მენეჯმენტისთვის, ვიმეორებ აუცილებელია კანონი იყოს, მაგრამ ამ კანონის იმედზე არ უნდა იყოს საზოგადოება. კანონი ბავშვთა მათხოვრობის საწინააღმდეგოდაც არსებობს მაგრამ რა? ასეთი კანონი სახლმწიფოს ავალდებულებს რომ ჩამოართვან იმ მშობლებს  ბავშვები ვინც აიძულებს საკუთარ ბავშვების მათხოვრობას. მაგრამ მათხოვრები ყველგანაა, არაფერი არც კეთდება, ვერც გაკეთდება და მათხოვარი ბავშვების რაოდენობა მატულობს და კიდევ უფრო მოიმატებს. რადგან სახლმწიფოს არ უნდა უფრო ღრმად იაზროვნოს, სურვილი არ აქვს მეტი იფიქროს. არც შესაბამისი კადრები ყავთ რადგან სახლმწიფო აპარატი კომპლექტდება არა მოაზროვნე ელიტით, არამედ ერთგული პარტიული ადამიანებით. ერთ პარტიას მეორე ცვლის და შესაბამისად არაფერი იცვლება და არც უმჯობესდება. მხოლოდ კანონები კი არაფერს შეცვლის. ეს კანონებიც კი,  შესაძლოა  ვიღაცამ გამოიყენოს რაღაც საკუთარი მიზნებისთვის.

გამოსავალი?..

თუ ეს კანონი აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირთან და მსოფლიო საზოგადეობასთან იტეგრაციისათვის, შესაძლოა, სწორედ იქნეს გამოყენებული არა კანონის ძალით ძალადობის აღმოფხვრით, არამედ უფრო ქმედითი მექანიზმებით, რომელიც იქნება მიმართული ოჯახების განმტკიცებისკენ და არა პირიქით, ოჯახებზე ზეწოლა-დაშინებისკენ.

აუცილებლად უნდა გამოინახოს ზუსტი გზები  ბავშვებზე ძალადობის შესაჩერებლად.  სახელმწიფომ უნდა შექმნას ძლიერი სამეცნიერო ბირთვი, რომელიც სწორად წარმართავს პროცესებს, სამწუხაროდ დღეს არ ჩანს ამის სურვილი მთავრობის მხრიდან. მთავრობას არ სურს სამეცნიერო პოტენციალი გამოიყენოს, მთავრობას არ სურს სამინისტროების და სხვა სახლმწიფო უწყებების დაკომპლექტება ნიჭიერი ადამიანებით, სამწუხაროდ კვლავ გრძელდება პოლიტიკური და ნათესაური და მეგობრული ხაზებით სამეცნიერო პოტენციალის შევსება. ყოველივე ასეთი არასწორი მენეჯმენტი მიგვიყვანს სახლემწიფოს ბიუჯეტის გამოფიტვამდე, დემოგრაფიულ კოლაფსამდე, ოჯახების ნგრევამდე და ზოგად ოჯახის შექმნის შიშამდე რასაც შეუძლია  არაეფექტურად აქციოს სახელმწიფო. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად  მიმაჩნია ის,  რომ სახელმწიფოს არ აქვს ბავშვის ოჯახში თვითიდენტიფიკაციის და სახლმწიფოში თვითდამკვიდრების არანაირი  მოდელი. სპარტანელებს ქონდათ ასეტი წესი,  ბავშვს ოჯახებს  7 წლიდან ართმევდნენ და ის სახელმწიფოს საკუთრებაა იყო. ამერკელებს, ინგლისელებს, ებრაელებს ყველას აქვთ ბავშვების აღზრდის მოდელი.  რუსებს  2 წლით ჯარში მიყავთ 18 წლის ახალგაზრდები, რის შედეგადაც მშობლებისგან დამოუკიდებლები ხდებიან და  და  ახალ უნარებს ივითარებენ.   საქართველოშიც იყო მამამძუძეთა  ინსტიტუტი, როცა შვილებს გლეხების ოჯახს აზრდევინებდნენ.

ამდენად სახლმწიფომ უნდა დაიწყოს აზროვნება ოჯახის, როგორც ერთიანი სისტემის განმტკიცებაზე და თეორიული საკითხების და მოდელების შექმნაზე ფიქრი, რასაც დაეფუძნება ეკონომიკა  და ზოგადი საზოგადოებრივი განვითარება.