”რესპუბლიკური პარტიისთვის” ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ცესკოს მიერ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტის მიმართვის შეფასებისას განაცხადა:

”რესპუბლიკურმა პარტიამ” ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა ამ საკითხზე რამდენიმე ხნის წინ, სადაც ჩვენ შავით თეთრზე ვწერთ, რომ ჩვენთვის, ”რესპუბლიკური პარტიისთვის”, ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ზუსტად ის, რაც წერია სამოქალაქო კოდექსში და რასაც ჩვენ ვკითხულობთ საქართველოს კოსტიტუციაში. თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, თუ ვინმე თვლის, რომ ეს არ უნდა იყოს ქალის და მამაკაცის კავშირი და კიდევ რაიმე სხვა უნდა იყოს და ამის თაობაზე ქართველ ხალხს უნდა კითხოს, ეს მე არ ვიცი. ჩვენთვის ამ საკითხში კითხვის ნიშანი არ არსებობს, არც ხედვის დონეზე და არც საკანონმდებლო ნორმების დონეზე. ვისაც რაიმეში ეჭვი ეპარება და უნდა, რომ ქართველმა ხალხმა გასცეს ამას პასუხი, ხოლო თვითონ ყოყმანობს, ეს სხვისი საკითხია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარის დატოვება