სავჩენკო ტიმოშენკოს მხარს არ დაუჭერს

პარტია „ბატკივშინას“ დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ ის მხარს არ დაუჭერს ძველი მეთოდებით მოქმედ დეპუტატებს და მათ შორის არც იულია ტიმოშენკოს.

-„ამ შემთხვევაში არა, მე მხარს არც ერთ ძველ პოლიტიკოსს არ დავუჭერ, რადგან ისინი ისევ ძველი მეთოდებით მოქმედებნ, ტიმოშენკოს ერთხელ უკვე დავუჭირე მხარი, ეს მგონი იანუკოვიჩის დროს იყო“-განაცხადა სავჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკომ ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

კომენტარის დატოვება