სიახლე – მოსწავლეების უსაფრთხოებას მანდატურთან ერთად ინტერვენციის ჯგუფები დაიცავენ

განათლების მინისტრმა უსაფრთხო სკოლის ახალი პროექტის  პრეზენტაცია  გამართა. სიახლეა ის, რომ სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებას მანდატურთან ერთად მალე ინტერვენციის ჯგუფები დაიცავენ. ეს ჯგუფები სკოლებში მაშინ გამოცხადდებიან, როდესაც ვითარება ყველაზე მეტად დაიძაბება. ამ ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ბავშვთა ფსიქიატრი შევლენ.

„ მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე, გაიზარდა რაოდენობა ჩვენი ფსიქოლოგების და კვალიფიკაცია, რომლებიც ჩართულები არიან თვითონ მანდატურებთან ერთად სკოლის სამუშაოებში და ამან უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ასევე გაიზარდა სხვა და სხვა ელექტრონული საშუალებებით წვდომა ამ სამსახურზე, ასევე ცხელი ხაზის მუშაობა გაძლიერდა  24 საათის განმავლობაში. ანუ სამი თვის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები,“- განაცხადა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.