“ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი”

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. ის პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი. შესაძლოა, ეს ხელს აძლევდეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ეს ნამდვილა არ არის ამომრჩევლის ინტერესში და სწორედ ძალიან მნიშვნელოვან იმედს იძლევა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ეს, რომ დღეს ამომრჩეველი ელოდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტის სახელით პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ. იმედიანად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი პარლამენტი უდავოდ იქნება მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეს ძალიან წაადგება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარის დატოვება