„ვემიჯნებით ხუნდაძეს და ნდობას ვუცხადებთ ჩოჩელს“-ბრიფინგი მცხეთაში

 „ვემიჯნებით დიმიტრი ხუნდაძეს და არა “ქართულ ოცნებას”

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მცხეთაში საგანგებო ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ბრიფინგი ქალაქის საკრებულოს წევრებმა გამართეს.

ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან, თუმცა განმარტავენ, რომ მხოლოდ პიროვნულად მას და არა ქართულ ოცნებას.

ბრიფინგზე მცხეთის თემის სხვადასხვა საკრებულოს წარმომადგენელი, მათ შორის ქართული ოცნების პარტიული წამომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ისინი უკმაყოფილოები არიან დიმიტრი ხუნდაძის მუშაობით პარლამენტში.

-„მიზეზი, რამაც გადაგვაწყვეტინა გაერთიანება ცეზარ ჩოჩელის გარშემო, არის მხოლოდ მისი წარსული საქმიანობა მცხეთის რაიონში და მისი უპირატესი ხედვები  მომავალზე, აქ მდგომნი ნდობას ვუცხადებთ დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს, როგორც სიტყვისა და საქმის ადამიანს, გავრცელებული აზრი, თითქოს ჩვენ ვემიჯნებით „ართულ ოცნებას“ არ შეესაბამება სიმართლეს, ვემიჯნებით არა ქართულ ოცნებას, არამედ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მან დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში“ -განაცხადა იქ მყოფთა სახელით განცხადება ბრიფინგზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ ანსიანმა გააკეთა.

მათ გადაწყვიტეს ცეზარ ჩოჩელს დაუჭირონ მხარი.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დღევანდელ ბრიფინგს არ შეუერთდნენ. 

ბრიფინგის მონაწილეებმა პრესას და ტელევიზიებს ინტერვიუები მისცეს.

კომენტარის დატოვება