ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტროში, ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალის შეფერხებას განმარტავენ.  როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.

“დღეს, დღის პირველი ნახევრიდან იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საიტზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა, რაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.