ფრთხილად იყვნენ, ხალხმა შეიძლება ჯავრი იყაროს პოლიციაზე და მოხდეს დასახიჩრება – გურამ ფალავანდიშვილი

“თბილისი პრაიდის” კვირეული გრძელდება. დღეს მეორე ღონისძიებაა დაგეგმილი, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე პრაიდის ორგანიზატორები ადგილის დაკონკრეტებისგან თავს იკავებდნენ.

თუმცა, პრაიდის მოწინააღმდეგე რადიკალურმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლგბტქ- თემის წარმომადგენლები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ღირსების მარშის გამართვას დიდი არეულობა მოჰყვება და არც ვინმეს დასახიჩრებაა გამორიცხული.

“ატარებენ კიდევ ერთ ბინძურ პერფორმანსს და ჩვენი აქ დგომის საფუძველია მხილება. რა თქმა უნდა, პოლიცია მათ იცავს და ჩვენ ვერ შევალთ და დენს ვერ გამოვურთავთ, თუმცა გვაქვს სურვილი. მაგრამ 5-ში უნდა გავაფრთხილო მთავრობა, რომ ფრთხილად იყვნენ ათასი გამოუსწორებელი, რამ შეიძლება მოხდეს, ფიზიკური დაპირისპირება, დასახიჩრება ვიღაცის, ხალხმა შეიძლება ჯავრი იყაროს პოლიციაზე კი იყო მსგავსი შემთხვევები. მე მოვუწოდებ მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობისკენ,” – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.