დმიტრო კულება – გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის – პუტინი ვერ გატეხს უკრაინას – გაზარდეთ ზეწოლა, სრულ იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი!

ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ხარკოვის ცენტრალურ „თავისუფლების მოედანზე“ და საცხოვრებელ უბნებზე. პუტინი ვერ გატეხს უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

ის მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ მეტი ზეწოლისკენ მოუწოდებს.

„გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი. გაზარდეთ ზეწოლა, სრულ იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი!“- წერს კულება.