მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი და ის იქნება გამანადგურებელი – ლავროვი

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი და ის იქნება გამანადგურებელი.

ლავროვის თქმით, რუსეთი, რომელმაც გასულ კვირას დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, „რეალური საფრთხის“ წინაშე აღმოჩნდება, თუ კიევი ბირთვულ იარაღს მოიპოვებს.

„უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საბჭოთა ტექნოლოგიები და ასეთი იარაღის შემუშავების საშუალებები.

„ჩვენ არ შეგვიძლია არ ვუპასუხოთ ამ რეალურ საფრთხეს“, –  აღნიშნა ლავროვმა