თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ უკრაინელები გატყდებიან, მას უკრაინაში არაფერი ესაქმება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის მიმართვაში რუს ჯარისკაცებს უთხრა, რომ დაიცვან რუსულენოვანი მოსახლეობა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, თუ ვინმეს ჰქონია, რომ ომით უკრაინის შეშინებას შეძლებს, ცდება.

„ბევრჯერ უნდოდათ ჩვენი განადგურება, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. ძალიან ბევრი გამოვიარეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრით უკრაინელები შეშინდებიან, გატყდებიან და დანებდებიან, ძალიან ცდებიან. მათ უბრალოდ არაფერი იციან უკრაინის შესახებ. წადით სახლში! დაიცავით რუსულენოვანი ხალხი არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში, არამედ ჩემს ქვეყანაში“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.