ზელენსკი ვლადიმერ პუტინს – რა გინდა ჩვენგან, დატოვე ჩვენი მიწა, დაჯექი ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, არ ვიკბინები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები ომის შეჩერების ერთადერთი გზაა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ არ ვესხმით რუსეთს თავს და არ ვგეგმავთ რუსეთზე თავდასხმას. რა გინდა ჩვენგან? დატოვე ჩვენი მიწა. ახლა არ გინდა წასვლა? დაჯექი ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან, შოლცთან. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ჩემთან 30-მეტრიანი დისტანციის დაჭერა. მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ. დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ. ჩვენ არ ვიპყრობთ ბანკებს, არ ვიპყრობთ სხვის მიწებს“, – დასძინა ზელენსკიმ.