,,ქართულმა ოცნებამ” 5 მარტს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენაზე უარი თქვა

,,ქართულმა ოცნებამ” ხვალ, 5 მარტს, პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენას მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

სხდომა კამათის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატებმა დატოვეს.

ბიუროზე ,,ოცნების” დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის წლიური ანგარიში საჩქარო” თემა არ იყო.

,,არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია და ვფიქრობთ, რომ ანგარიშის წარდგენის დროში აქ დასაჩქარებელი არაფერია”, – თქვა მან.

მისივე თქმთ, შაბათ დღეს კვორუმი პრობლემაა, გარდა ამისა კომიტეტების ხელმძღვანელები და დეპუტატები მივლინებებში არიან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიშის წარდგენის მიზნით თავად მიმართა. ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტის მოსმენის გადადება იმაზე მიუთითებს, რომ ზურაბიშვილისა და ,,ქართული ოცნების” პოზიციებს შორის მკვეთრი განსხვავებაა.